LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც თავი მახსოვს, ვისაც არ ეზარება, ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო… ერთი ექიმი ქალბატონის გარეგნობას შეეხო მეორე ექიმი ქალბატონი და ჩამოიქცა ქვეყანა“ – რას წერს ნინო ნადირაძე

1189
ნინო ნადირაძე

რამდენიმე დღის წინ, პლასტიკური ქირურგის, ციცინო შურღაიას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ „არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა“, საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

„არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა… სიგამხდრე არის ჯანმრთელობა“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ციცინო შურღაია, ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეკომენდაცია

ციცინო შურღაიას აღნიშნულ რეპლიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც, მათ შორის, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილიც, რომელმაც „ფეისბუკში“ დაწერა:

„სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ“.

მოგვიანებით, ციცინო შურღაიას გადაცემა „სარკასტიკა“ მორიგი კომენტარისთვის დაუკავშირდა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა პლასტიკური ქირურგი ამ განცხადებას, ციცინო შურღაიამ აღნიშნა:

„არ ვნანობ, კიდევ ვიმეორებ, არასოდეს ინტელიგენტი ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ტოლსტოის სიტყვები. ინტელექტუალური ადამიანი და ინტელიგენტი, ერთმანეთისგან განსხვავდება“.

ციცინო შურღაია: „იმის კულტურა უნდა გქონდეს, რომ გაარკვიო ჭარბი წონა რატომ გაქვს… ინტელექტუალური ადამიანი პირველ რიგში დადის ექიმთან და ჯანმრთელობას აკონტროლებს“

ამავე გადაცემაში ციცინო შურღაიამ განაცხადა: „ბუწაშვილის აზრი არ მაინტერესებს, მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის, რომ შევხედე მასთან პლასტიკური ქირურგია უძლურია“…

განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება კლინიკა „ვი­ვა­ მე­დის“ დი­რექ­ტო­რი, ექიმი ნინო ნა­დი­რა­ძე:

„ესე იგი, ყველაფერს ბედი უნდა, ერთი ექიმი ქალბატონის გარეგნობას შეეხო მეორე ექიმი ქალბატონი და ჩამოიქცა ქვეყანა და დადგა მცველთა ჯარი, და რაც თავი მახსოვს, ვისაც არ ეზარება, ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო [სხვათა შორის, იმ დამცველთა ჯარიდანაც ბევრი] და კაციშვილს თავი არ მოუკლავს ჩემი დაცვით და არ მოგატყუებთ, არც მიფიქრია, რომ ვინმეს უნდა დავეცავი, გარეგნობა გემოვნების ამბავია, ყველას არ და ვერ მოეწონები“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g