LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა… სიგამხდრე არის ჯანმრთელობა“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ციცინო შურღაია, ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეკომენდაცია

2162
ციცინო შურღაია

ექიმ ციცინო შურღაიას „ტვ პირველი“ რუბრიკით „სახლი“ და მისი წამყვანი, გოგოლა კალანდაძე სტუმრობდა.

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა უამრავ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, საოცარ ფორმაში ხართ, მაინტერესებს სპეციალური რაციონით იკვებებით- ციცინო შურღაიამ უპასუხა:

„წლებია არ ვჭამ, შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე, არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. იმისთვის, რომ არ გასუქდე, აუცილებელია სწორად იკვებო. არ უნდა ჭამო სამი თეთრი ფხვნილი- შაქარი, მარილი და ფქვილი. სიმინდის ფქვილი შეიძლება. სადაც გლუტენია საერთოდ არ უნდა ჭამო, ძალიან რთულია, მაგრამ ასე უცბად არ ჭამო, ესეც რთულია. წლები სჭირდება იმას, რომ ბოლოს და ბოლოს შეგძულდეს. ნამცხვარს არ შევჭამ არასოდეს ალბათ, ნაყინს არ შევჭამ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის ჩემი ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. როდესაც 71 კილო ვიყავი, მითხრეს რომ ღვიძლი გაცხიმოვნებული გაქვს, ერთი გრამიც რომ მოიმატო უკვე შენი საქმე არ იქნება კარგადო. იმის მერე დავიწყე. დაკლება რაში მჭირდება? სიგამხდრე არის ჯანმრთელობა, დააკვირდით ძალიან ღრმა სიბერემდე აღწევს ისეთი ხალხი, როგორიც შენ ხარ (წამყვანს)“ – ამბობს შურღაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g