YouTube პოდკასტის, Lorenco სტუმარია ციცინო შურღაია. როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი, პლასტიკური ქირურგი უამრავ თემაზე საუბრობს.
გადაცემის ანონსის აღწერაში ნათქვამია: „მისი აზრები, და შეფასებები საზოგადოებაში დიდ აგრესიას და გაურკვევლობას იწვევს, ვნახოთ როგორ გაართმევს თავს ლორენცოს კითხვებს და არგუმენტებს“.
გადაცემა, რომელიც ეთერში ოთხშაბათს გავა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი ამბობს:
„ჩემი ჩაშვება გინდა? აბა ახლა დამიწყებენ ისევ ბულინგს…
მე გიპასუხებ მაშინ მწარე სიმართლეს…
იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვრო საჭიროა ფული…
მეც მკაცრი ვარ, არ ვუყვარვარ…
მიმაჩნია, რომ ჩემი განათლება ელიტარულია…
თუ ვინმე ჩემზე უკეთესად რამეს აკეთებს და მე რამე არ ვიცი, შეიძლება თავი მოვიკლა…
კიბოც შეიძლება განიკურნოს, ოღონდ უნდა სჯეროდეს…“ – ამბობს გადაცემის ანონსში შურღაია.
