ლიკა ყაზბეგის პოდკასტის ახალ ეპიზოდს პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია სტუმრობდა.
აღნიშნულ პოდკასტში პლასტიკურმა ქირურგმა წამყვანთან ერთად ჭარბ წონასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის – არის თუ არა ჭარბი წონა დაავადება, იწვევს თუ არა ჭარბი წონა ნაადრევ დემენციას და როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბ წონას.
„რას იწვევს სიმსუქნე – სიმსუქნე იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას, იმიტომ, რომ [პოპულარული ენით] ცუდი ქოლესტერინი იწევს ზემოთ, საჭირო ქოლესტერინი კი არის დაბალი, ეს იწვევს სისხლძარღვის კედელზე ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, ანუ იწვევს ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლას და კოგნიტური თვისებების დაქვეითებას – ეს არის მახსოვრობა, ეს არის სწავლის უნარი, ინფორმაციის მიღება, შენახვა და გადამუშავება/გადაცემა, ყურადღება. არ გაქვს ნორმალური აღქმა…
სიმსუქნე იწვევს დიაბეტს, იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას, იწვევს დემენციას, ამას ვერ შეცვლი, ოღონდ რაღაც ეტაპზე არ არის, რაღაც ეტაპზე მოვა“, – განაცხადა ციცინო შურღაიამ.
