LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქალს თავისი ქმარი ბეზრდება 45 წლის ასაკში და სხვა კაცი უნდა? – რას ამბობს ციცინო შურღაია

732
ციცინო შურღაია

ლორენცო ლორიას საავტორო Youtube პოდკასტის – „შიშველი სიმართლის“ ახალი ეპიზოდის სტუმარი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია იქნება.

„ჩემი ჩაშვება გინდა? აბა ახლა დამიწყებენ ისევ ბულინგს… იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვრო საჭიროა ფული…“ – ციცინო შურღაიას სკანდალური ინტერვიუ

გადაცემა ეთერში დღეს, 5 აგვისტოს გავა. სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა გადაცემის ანონსი და რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც გადაცემის წამყვანის საპასუხოდ, ციცინო შურღაია სხვადასხვა საკითხზე საუბრობს.

ერთ-ერთ ანონსში ციცინო შურღაია ამბობს:

„არავინ არ დამარწმუნოსო, რომ 45 წლის და 45 წლის მამაკაცს, რომელიც 20 წლის ცოლ-ქმარია, ერთმანეთი უნდათო, უკვე აღარ უნდათო, რა ვიცი, ასეთი გამოკვლევები არსებობს.

ჩემთანაც რომ მოდიოდნენ, ამ ასაკში მოდიან 45-50 წლის ასაკში, გაახალგაზრდავება რომ სჭირდებათ, ყველა ამბობს: „ქმართან აღარ ვარ“, „სხვა მინდა“, ყველას სხვა უნდა უკვე, მობეზრების ფაქტორია“, – აღნიშნავს ციცინო შურღაია.

წამყვანის რეპლიკაზე: „ადამიანს, რომელიც ურთიერთობაში იმყოფება, რაღაც დოზით, დავუშვათ, ქალს, შეიძლება სხვა მამაკაცისკენ გაექცეს თვალი“, პლასტიკური ქირურგი ამბობს:

„რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვინც ამას ვერ ამბობს, ის არის ცოტა უფრო… მაგრამ თუ ადამიანი თავისუფალია თავის გრძნობებში და შეუძლია, სიმართლე თქვას, შიშველი სიმართლე ეს არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები