„ამ დღეებში ჩემს ირგვლივ კომიკური ტალღა აგორდა ციცინო შურღაიას გამონათქვამების გამო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს და ბოლო დღეების განმავლობაში, პლასტიკური ქირურგის, ციცინო შურღაიას განცხადების გამო საზოგადოების ნაწილის შეფასებებს ეხმაურება.
„რაც თავი მახსოვს, ვისაც არ ეზარება, ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო… ერთი ექიმი ქალბატონის გარეგნობას შეეხო მეორე ექიმი ქალბატონი და ჩამოიქცა ქვეყანა“ – რას წერს ნინო ნადირაძე
„კაციშვილს თავი არ მოუკლავს ჩემი დაცვით და არ მოგატყუებთ, არც მიფიქრია, რომ ვინმეს უნდა დავეცავი, გარეგნობა გემოვნების ამბავია, ყველას არ და ვერ მოეწონები“ – წერს ნინო ნადირაძე.
საუბარია ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ციცინო შურღაიას მიერ წონასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ რუბრიკაში „სახლი“ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც „არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა“.
მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ამ დღეებში ჩემს ირგვლივ კომიკური ტალღა აგორდა ციცინო შურღაიას გამონათქვამების გამო. ცხოვრებაში პირველად ისეთ ყვითელ სკანდალში გავეხვიე, თავი ჰოლივუდის (თუ რა ვიცი, ბოლივუდის) ვარსკვლავი მგონია
გულისამაჩუყებელი იყო ამდენი ადამიანის თანაგრძნობა, მაგრამ სინამდვილეში ცოტა ნერვები იმაზე მეშლება, თქვენი ყურადღების თუნდაც ერთი წუთი რომ მოცდა ამ სისულელეზე, როცა გარშემო იმდენი მართლა მნიშვნელოვანი რამ ხდება, რაც ჩვენს რეაგირებას და ყურადღებას საჭიროებს. იმისი არ იყოს, სკოლაში რომ სიცილს მოგვიზომავდნენ ხოლმე მასწავლებლები – „გავიცინეთ, გვეყო” – წერს მაია ბუწაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, პლასტიკური ქირურგის, ციცინო შურღაიას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ „არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა“, საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ციცინო შურღაია: „იმის კულტურა უნდა გქონდეს, რომ გაარკვიო ჭარბი წონა რატომ გაქვს… ინტელექტუალური ადამიანი პირველ რიგში დადის ექიმთან და ჯანმრთელობას აკონტროლებს“
„არ ვნანობ, კიდევ ვიმეორებ, არასოდეს ინტელიგენტი ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ტოლსტოის სიტყვები…“
ციცინო შურღაიას აღნიშნულ რეპლიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც, მათ შორის, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილიც, რომელმაც „ფეისბუკში“ დაწერა:
„სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ“.
მოგვიანებით, ციცინო შურღაიას გადაცემა „სარკასტიკა“ მორიგი კომენტარისთვის დაუკავშირდა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა პლასტიკური ქირურგი ამ განცხადებას, ციცინო შურღაიამ აღნიშნა:
„არ ვნანობ, კიდევ ვიმეორებ, არასოდეს ინტელიგენტი ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ტოლსტოის სიტყვები. ინტელექტუალური ადამიანი და ინტელიგენტი, ერთმანეთისგან განსხვავდება“.
ამავე გადაცემაში ციცინო შურღაიამ განაცხადა: „ბუწაშვილის აზრი არ მაინტერესებს, მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის, რომ შევხედე მასთან პლასტიკური ქირურგია უძლურია“…
განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე:
„ესე იგი, ყველაფერს ბედი უნდა, ერთი ექიმი ქალბატონის გარეგნობას შეეხო მეორე ექიმი ქალბატონი და ჩამოიქცა ქვეყანა და დადგა მცველთა ჯარი, და რაც თავი მახსოვს, ვისაც არ ეზარება, ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო [სხვათა შორის, იმ დამცველთა ჯარიდანაც ბევრი] და კაციშვილს თავი არ მოუკლავს ჩემი დაცვით და არ მოგატყუებთ, არც მიფიქრია, რომ ვინმეს უნდა დავეცავი, გარეგნობა გემოვნების ამბავია, ყველას არ და ვერ მოეწონები“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

