LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ივიკოს ძალიან უბრალოდ აცვია… წავა და „სექენდ ჰენდიდან“ მოიტანს 20-ლარიან რაღაცას…“ – ნინო ნადირაძე შვილების ჩაცმულობაზე

2509
ნინო ნადირაძე

„იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე ოჯახური ჩაცმის ტრადიციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავად ჩაცმა დედისა და ბებისგან ისწავლა. რაც შეეხება შვილებს, ივიკოსა და ბაკოს, მათ შემთხვევაში, ტანსაცმელზე არასდროს გაუმახვილებია ყურადღება და არც სხვის შვილებს აკვირდება:

„ჩემს შვილებს საერთოდ არ ვაქცევინებდი ყურადღებას ჩაცმაზე. ივიკოს აცვია ძალიან უბრალოდ. ივიკომ დაანება თავი მედიცინას და კომპიუტერულ ინჟინერიას მიჰყო ხელი. აქვს სამსახური. წავა, მოიტანს „სექენდ ჰენდიდან“ 20 ლარად რაღაცას, ჩემი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად ეს უნდა ჩავიცვაო. ისეთს მოიტანს ხოლმე, რომ ვეუბნები, შვილო, გარეცხე-მეთქი. ბაკომაც გვიან დაიწყო გაპრანჭვა. ჩემს სახლში აქცენტირებული არ ყოფილა ტანსაცმელი, ეს ჩემი რუტინაა.. არც ჩემს შვილებს ვაკვირდები, რა აცვიათ და არც სხვის შვილებს… მაინტერესებს, ბავშვი ზრდილობიანია თუ უზრდელია, სხვა არაფერი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები