ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც ბათუმში გაუჩინარდა ამ დრომდე ეძებენ. ალექსანდრეს დედა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს და შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„იცი რაა? თუმცა სიტყვები ზედმეტია დეე, რადგან საკმაოდ ჭკვიანი ხარ და თუ ამ ყველაფერს კითხულობ, ზუსტად ვიცი რაც ხდება შენში. რასაც არავის დაანახებ… სხვისთვის უხილავი, ჩემთვის იმაზე ნათელი და ხილულია, ვიდრე გგონია, ჩემო სიამაყე…! მე მჯერა შენი!!“, – წერს ალექსანდრეს დედა.
ცნობისთვის,ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს ღამით გაუჩინარდა. მოზარდს ოჯახი ამ დრომდე ეძებს.
