რეპროდუქტოლოგმა, გინეკოლოგმა, მანანა მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში წონის შესახებ ისაუბრა.
მედიკოსი საზოგადოებას უხსნის, როგორ გაიგონ, არის თუ არა მათი წონა ნორმალური.
„როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა ჭარბი წონა, ან პირიქით წონის დეფიციტი. ამისთვის ერთი გზა არსებობს და ეს არის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. წონა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე. ნორმა შეადგენს, 18,5-დან 24,5-მდე შუალედს“, – საუბრობს მანანა მგალობლიშვილი.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 