როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა, დავიკლოთ ან მოვიმატოთ სწორად – ექიმი მანანა მგალობლიშვილის რჩევები
ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი წონის კლებისა და მატების შესახებ საკუთარ რეკომენდაციებს უზიარებს საზოგადოებას. მისი თქმით, სასურველი შედეგის მიღწევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა რეგულარულობას ენიჭება და არა დროებით დიეტებს.
