„ტვ პირველი“ ახლოს გვაცნობს მეგი თედეევს, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა.
„მე ვარ გამარჯვებული ონკოპციენტი, გოგო, რომელიც მიუხედავად თავისი პარამეტრებისა, წონისა, თმის სიგრძისა და ასე შემდეგ, ვიყავი პარიზის მოდის კვირეულის მონაწილე. წარმოვადგენდი ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ გამარჯვებულ ონკოპაციენტს. პოდიუმზე გასვლამდე წამები რჩებოდა, ვიდექი და მძაფრად მოვიდა ის განცდა, რომ საკუთარ თავს ვერ ვაჯერებდი თითქოს, რომ მეტრნახევრიანი გოგო ვარ, თან ონკოპაციენტი და ნუთუ მართალია ეს ყველაფერი-მეთქი? ისეთი ამაღელვებელი იყო და ისე გამაშლევინა ფრთები ამ განცდამ… თითოეულ ნაბიჯს უსიტყვოდ გავდიოდი, მაგრამ იგრძნობოდა, -შემომხედეთ, მე კიბომ ვერ დამაგდო და ჩემი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო. ჩვენ ვანახვეთ ყველას, რომ სრულფასოვნად ვცხოვრობთ, დაავადებამ ვერ დაგვაგდო და შეგვიძლია, გამოვვარსკვლავდეთ წითელ ხალიჩაზე. საოცარი ზეიმი იყო… ერთიანად შევძელით და სწორი მესიჯი გავაგზავნეთ, რომ სილამაზეს არ აქვს სტანდარტები, ჩვენ ყველანი ვართ ლამაზები, ძლიერები, მაშინაც კი, როცა ვიბრძვით სიცოცხლისთვის…“
მეგი თედეევმა თავისი გამოსვლის ვიდეო და ფოტომასალა საკუთარ სოციალურ ქსელშიც გააზიარა.
