გამოცემა People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ვინაობა გაამხილა. წელს ეს ტიტული ინგლისელ მსახიობს, „ბრიჯერტონის“, „მოჯადოებულისა“ და „იურული პარკის“ ვარსკვლავს, ჯონათან ბეილის გადაეცა.
37 წლის მსახიობმა უკვე მიიღო მონაწილეობა გამოცემის ფოტოსესიაში. ის თავადვე დაეთანხმა იდეას, ყინულივით ცივ წყალში გადამხტარიყო ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე. ცოტა ხნის შემდეგ კი, უკვე თბილ სვიტერში ჩაცმული, ჭიქით ხელში პოზირებდა ფოტოობიექტივის წინაშე.
„ზოგჯერ უკან ვიყურები და ვფიქრობ, ვაუ, როგორ მოვედი აქამდე… ეს არის ოცნებების ასრულება. ეს ტიტული ძალიან მახარებს, საშინლად მეუცნაურება და ცოტა აბსურდულადაც მეჩვენება“, – განაცხადა მსახიობმა.
ვიდეო: სკარლეტ იოჰანსონმა ჯონათან ბეილის კვლავ აკოცა, ამჯერად მის გვერდით მეუღლეც იმყოფებოდა
