მუსიკალურ პროდიუსერი და ბიზნესმენი, ლაშა ბასლანძე, რომელიც 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს.
ლაშა ბასლანძის შესახებ ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში სტატუსებს აქვეყნებენ და მას საჯაროდ ემშვიდობებიან.
სალომე ბაკურაძე მეუღლის ფოტოს და ემოციურ, სევდიან ტექსტს გვიზიარებს.
„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“, – წეს სალომე.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ბასლანძის ფოტოზე არ წყდება სამძიმრის, სევდიანი და ტკივილიანი ტექსტები. მას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან და სალომეს ამხნევებენ.
„კაცი, რომელსაც არასდროს არ ეშლებოდა კაცობა“…„შენი და სანტის ანგელოზი“…„გული მეგლიჯება რომ მახსენდებით“…„სალომე, ყოველი ღამე, რომელიც განსაკუთრებულად რთული იქნება – გისურვებთ, რომ გმირულად გადაგეტანოთ, გაძლიერდით.. სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა ლაშას სულს“.
ვიდეო: „ჩემო იმედო… რა ვქნა ახლა მე…“ – ლევან კირვალიძე ლაშა ბასლანძის ვიდეოს გვიზიარებს
ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს სამშაბათს დაკრძალავენ, პანაშვიდები კვირას და ორშაბათს გაიმართება
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“

