იტალიელი დირიჟორის კარლო პონტის ქართველი მეუღლე მარიამ შარმანაშვილი ქორწილის კიდევ ერთ ვიდეოს გვიზიარებს, რომელმაც მისი გამომწერები აღაფრთოვანა.
კარლოს და მარიამის კადრები ფოტოგრაფმა გიო ჯობავამ შეკრიბა და ზღაპრული ვიდეო შემოგვთავაზა.
„იყო და არა იყო რა ✨️✨️“, – წერს მარიამი.
სოციალური ქსელის გამომწერებმა ახლად დაქორწინებული წყვილის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურეს.
„უდიდესი ბედნიერება მარიამ შენ ❤️❤️“, „სასწაულია !🔥🔥🔥❤️❤️❤️👏👏👏“, „იხარეთ, იბედნიერეთ მრავალჟამიერ👏👏🔥🔥❤️❤️❤️❤️❤️❤️“, – აღნიშნავენ გამომწერები.
