LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს… რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში“

108
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება.

„2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა“ – რა წერია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს.

„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – „საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს“.

რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში, მაშინ, როდესაც, ომის დაწყებიდან, 1 000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ა.შ. დავუჭირეთ მხარი“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

თაზო დათუნაშვილი: „გაფართოების ანგარიშმა „ქართულ ოცნებას“ და მოქალაქეებს შეფარვის გარეშე უთხრა, რომ „ოცნების“ პირობებში ევროპული მომავალი არის დასრულებული“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g