LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტები – სურსათის უვნებლობის ექსპერტის რჩევები

241
BeFunky-collage123412 3 4sdf (10)

სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში ახალი დღე საუბრობს, როგორ დავადგინოთ პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს.

მარიამ ჩაჩუას თქმით, ბევრი დანამატის ამოცნობა ლაბორატორიული კვლევის გარეშე რთულია, თუმცა, ზოგიერთ პროდუქტზე სატესტო ექსპერიმენტების ჩატარება სახლშიც შესაძლებელია.

„მაგალითად, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტები კარაქთან შედარებით განსხვავებულია:

  • საყინულეში კარაქი 2–3 საათში სრულად გაიყინება, მცენარეული ცხიმით გაჯერებული პროდუქტი კი რბილი რჩება.
  • ოთახის ტემპერატურაზე, მცენარეული ცხიმის მქონე პროდუქტი წვეთებს იკეთებს, კარაქი კი არა.

მავნებლობის თვალსაზრისით, საღებავებს, კონსერვანტებს, დამატკბობლებს გამოვყოფდი. მაღალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში, მაგალითად, უფრო მეტად ეს ტკბილ გაზიანი სასმელებს ეხება, ასპარტამი დამატკბობელია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე, +30 გრადუსსა და მეტ ტემპერატურაზე, ტოქსიკურ ნივთიერებად გარდაიქმნება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ სად ინახება პროდუქტი, სანამ სარეალიზაციო დახლამდე გავა. არ შეიძლება, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ იყოს. მით უმეტეს, ზაფხულში. ეს საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

არის საღებავები, რომლებმაც შეიძლება ბავშვის ყურადღებასა და აქტიურობაზე უარყოფითად იმოქმედოს. კანონი მწარმოებელს ავალდებულებს, რომ ეს ეტიკეტზე აუცილებლად იყოს დატანილი. ტარტრაზინი (E102) არის ხელოვნური საღებავი, რომელმაც შეიძლება, ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

რაც შეეხება ფალსიფიკაციას – თაფლი ხშირად ფალსიფიცირებადი პროდუქტია. შესაძლოა, მონოფლორული სახელით პოლიფლორული თაფლი, შერეული თაფლი გაყიდონ. მონოფლორული თაფლი უფრო მაღალი ღირებულებისაა.

გარდა ამისა, ყველაზე გავრცელებული ეტიკეტზე დატანილი წარწერებია. “დიაბეტური სურსათია” – ნებისმიერი მსგავსი ტერმინის ეტიკეტზე დატანა, თუ მას დაავადების პრევენციის მქონე თვისებები, განსაკუთრებული შემადგენლობის არ აქვს და ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, აკრძალულია. ამ ფალსიფიკაციის გამოვლენა ძალიან მარტივია. moh.gov.ge – არის ჯანდაცვის სამინისტროს საიტი, სადაც ჰიგიენურ ნორმირებებში შევალთ და დიეტურ და დიაბეტურ პროდუქტებს ვნახავთ. იქ იქნება ქართველი მწარმოებლების ჩამონათვალი. არ არის კონკრეტული პროდუქტი მოცემული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი არ არის დიეტური და არც დიაბეტური და პირდაპირ ფალსიფიკაციასთან გვაქვს საქმე. იგივეა ეკო და ბიო პროდუქტის შემთხვევაშიც. აკრძალულია ტერმინების – “ეკო”, “ბიო”, “ორგანული” გამოყენება, ნებისმიერი სახით, სარეკლამო ჩანართებში, ფურცელდანართებში და ასე შემდეგ, თუ ის ეკო და ბიო სტანდარტებით არ არის წარმოებული”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g