LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუბედუროდ ვეღარაფერს გისურვებ: ვერც ჯანმრთელობას, ვერც სიხარულს, ვერც ბედნიერებას.. გილოცავ იმიერში შეუსრულებელ 19 წელს“ – ზაირა გორგაძე გარდაცვლილ დას

366
სფდს

ზაირა გორგაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დაზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს სალომე გორგაძის დაბადების დღეა.

„გილოცავ იმერში შენ დღეს შეუსრულებელ 19 წელს …

საუბედუროდ ვეღარაფერს გისურვებ: ვერც ჯანმრთელობას, ვერც სიხარულს, ვერც ბედნიერებას. დაგისრულეს შენი ამ ქვეყნიური ცხოვრება, ასე თავიანთი სიამოვნების გამო დღეს შენ დედამიწაზე არ დაიარები.

დღეს უფრო მტკივა გული და სული.

19 წლის უკან რა ბენიერები ვიყავით, ამ დღეს მოევლინე სამყაროს გაგვიფერადე ცხოვრება ყოველდღიურობა და ასე ხანმოკლე რატო აღმოჩნდა ეს გზა ღმერთოო??

ამ წლების განმავლობაში ამ დღეს ერთად ვიყავით და დღეს უშენოდ, შენს საფლავს დავსტირი.

ყოველთვის განსაკუთრებული სამზადისი გქონდა შენი დაბადების დღის, ფოტოსესიებს იწყობდი, ყოველთვის აღნიშნავდი შენს დღეს, ყველას დღეობაზეც დადიოდი და დღეს შენთანაც ყველა მოვიდა – შენი მეგობრები, ახლობლები. ზეციდან გადმოგვყურებდი და დარწმუნებული ვარ ჩვენთან ყოფნას ნატრობდი. მენატრები დაოო მენატრებიი ჩემო სულო და გულოოოო“, – წერს ზაირა გორგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g