LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეგიძლიათ მომილოცოთ, ფინალში ვარ საქართველო“ – ავთო აბესლამიძე ყახაზური მუსიკალური კონკურსის ფინალში გავიდა

335
2025-11-15_22-23-49_774267

„იქს ფაქტორის“ გამარჯვებული, მომღერალი ავთო აბესლამიძე, ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს, ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველ ტურში ავთანდილ აბესლამიძემ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

მომღერალი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საკუთარ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის მადლობას უხდის.

„შეგიძლიათ მომილოცოთ
ფ ი ნ ა ლ შ ი ვარ საქართველო.
გია ყანჩელი – „საით მიდიხარ”
უფალო დიდება შენს სახელს. მადლობა“, – წერს ავთო აბესლამიძე.

ცნობისათვის, პროექტი ყაზახეთში იმართება და მასში 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს.

ვიდეო: ავთანდილ აბესლამიძე საქართველოს სახელით ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს – რა სიმღერას შეასრულებს პირველ ტურში

„მადლობა, რომ ჩემს გზაზე ჩემთან ერთად ხართ, თქვენი მხარდაჭერა, სიძლიერის ნაპერწკალია, რომელიც მაძლევს უდიდეს მოტივაციას“ – ავთანდილ აბესლამიძე, რომელიც ყაზახურ მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წარადგენს, გულშემატკივარს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g