თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ, დაადასტურა ინფორმაცია სიმსუქნის, დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ტურისტებისთვის ვიზის გაცემის შეზღუდვებზე. ამის შესახებ Politico წერს.
„ბოლო 100 წლის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკაში შედიოდა სრული უფლებამოსილება უარი ეთქვა ვიზის იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც შეიძლება გადასახადის გადამხდელთათვის ფინანსურ ტვირთად იქცნენ, ასევე მათთვის, ვისაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარების მიღება, რაც ჯანდაცვის რესურსების ამოწურვას გამოიწვევს“, – განაცხადა მან.
კელიმ ასევე დაამატა, რომ ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ სრულად უჭერს მხარს ამ პოლიტიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე აყენებს“.
როგორც ზუსტდება, ახალი რეკომენდაციები წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის „საჯარო დატვირთვის“ წესის საკმაოდ მკაცრ ინტერპრეტაციას. ამ წესის მიხედვით, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ იმ პირებს, რომელთაც შემდგომში შესაძლოა სახელმწიფოსგან დახმარება დასჭირდეთ.