LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ჩემ თავთან მარტო ვარ, შვილმკვდარი ქალი ვარ, რეალური, სიშავით…„რუსთავი 2-ის“ დაკარგვის შემდეგ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა“ – რას ჰყვება მაია ასათიანი

151
2025-11-19_00-04-48_272785

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ნანკა გვარის პოდკასტის „მარტოობის 15 წუთი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ცხოვრების ტრაგედიაზე, დეპრესიასა და ტელევიზიიდან წასვლაზე ისაუბრა.

„როცა ჩემ თავთან მარტო ვარ, შვილმკვდარი ქალი ვარ, რეალური, სიშავით, რაც ამ ყველაფერს ახლავს. მე უბრალოდ არ მინდოდა, ეს გარეთ გამომეტანა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, თუმცა როცა მარტო ვარ – ერთი ჩვეულებრივი შვილმკვდარი ქალი ვარ. ბოლო წლებია შევამჩნიე, რომ ინტროვერტი გავხდი.

იმ მდგომარეობიდან გადარჩენა მარტო შეუძლებელია. ძალიან დამეხმარა დედა, პატარა ბავშვივით მივლიდა. 10 დღეში სამსახურში გავედი, მუშაობა არ შემეძლო, იმ ადგილას მივედი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ნუცას მერე, მართლა, შვილივით მიყვარდა ის გარემო, სადაც ვმუშაობდი. იქიდან წამოსვლამ ალბათ იმიტომ დამარტყა ასე. დეპრესიად დამიჯდა.

ჯანმრთელობის პრობლემები ნუცას შემდეგ არ შემქმნია და როცა „რუსთავი 2“ დავკარგე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ენდოკრინული პრობლემები დამემართა, რაც ძლიერი მაქვს ეს ფსიქიკაა. თავიდან ძალიან სასიამოვნო იყო, უამრავი დრო მქონდა და რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი.

შავი ღრუბელი მერე მოდის და ხვდები, რომ წასასვლელი არ გაქვს. ტელევიზიამ გადამარჩინა ნუცას სიკვდილის შემდეგ.

სულ ვეუბნები შვილმკვდარ დედებს, მაქსიმალურად დაიტვირთეთ თავი, თუ სამსახური არ გაქვს, მოიგონეთ საქმე, კარადა დაალაგეთ, ფიზიკურად დაიღალეთ, რომ იოლად გადალახო. ისე გაიარა რაღაც პერიოდმა, რომ ვერც მივხვდი და როცა სახლში დავჯექი, მაშინ დაბრუნდა ეს ყველაფერი, რაც მაშინ არ გამოვიტირე.

ეს გზა გასავლელი იყო. ადრე არ ვტიროდი, მაქსიმალურად ვბლოკავდი, რომ ცუდად არ გავმხდარიყავი. ახლა ტირილის შემდეგ შვებას ვგრძნობ. ნუცაზე მხიარული ისტორიების გახსენებაც დავიწყე, როცა ნუცაზე საერთოდ არ ვსაუბრობდი“, – ამბობს მაია ასათიანი.

ცნობისთვის, 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.

ვიდეო: „გილოცავ დე“ – მაია ასათიანი უთბილეს ვიდეოს გვიზიარებს და ნუცას დაბადების დღეს ულოცავს

ვიდეო: „როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მირჩია, რომ ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადეო… ყველაზე მეტად, ნუცას დაბადების დღე მიჭირს…“ – მაია ასათიანი

ვიდეო: „გილოცავ დე“ – მაია ასათიანი უთბილეს ვიდეოს გვიზიარებს და ნუცას დაბადების დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g