LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბადებას გილოცავ ზეციურ საქართველოში… რა იქნებოდა ქართული მუსიკა უშენოდ… რა იქნებოდა ჩვენი ოჯახი…“ – მანანა მენაბდეს დაბადების დღეს განო მელითაური ემოციური პოსტით ულოცავს

213
f3857ec0-9422-4ec3-af7c-76de05e8e7b1

განო მელითაური მანანა მენაბდეს დაბადების დღეს ულოცავს და მის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ცნობილი მუსიკოსი მცირე ხნის წინ გარდაიცვალა, დღეს კი მისი დაბადების დღეა.

„რა იქნებოდა ქართული მუსიკა უშენოდ… რა იქნებოდა ჩვენი ოჯახი…

დაბადებას გილოცავ ზეციურ საქართველოში, შენი მოხატული ანგელოზები კამარას შეკრავენ და გულში ჩაგიკრავენ, ჩემო სიცოცხლე…

კილომეტრებით დაოსებულმა, შენი უბის წიგნაკი მეასედ გავხსენი და ეს ორი ბარათი ვიპოვე!

ოჯახს, მეგობრებს და საქართველოს ავედრებდა ჩემი შავი მარგალიტი უფალს მუდამ,ხელჩაკიდებული დაჰყავდა ყველგან…ამაზე დარდობდა სულ…..

მენატრები… რაც წახვედი, ყველა პატარა სიხარულზე ან ტკივილზე მექანიკურად ვოთსაფში გირეკავ..

ვულოცავ საქართველოს, რომ მის მიწაზე დაიღვარა შენი შუქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g