დღეს თეატრისა და კინოს მსახიობის, კოტე თოლორდავას დაბადების დღეა – მსახიობი 47 წლის გახდებოდა.
კოტე თოლორდავას დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
კოტე თოლორდავას ემოციურ სტატუსს უძღვნის მისი ყოფილი მეუღლე, განო მელითაურიც.
„13 მაისი კოტეს დაბადების დღეა. მარადიული ხსოვნა იქ… მარადისობაში.
როლებთან, ადამიანობასთან და სიკეთესთან ერთად 4 ჯადოსნური არსება ბუკა, ტასო, თარაში და ლოლა უსახსოვრა დედამიწას“, – წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, კოტე თოლორდავა 11 წლის წინ, 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა.
