LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ მისი უდიდესი ოცნების ასრულება შევძელი“ – ბუკა თოლორდავა მამის, კოტე თოლორდავას შესახებ

380
ბუკა თოლორდავა

ცნობილი მსახიობების, მარიამ ჯოლოგუას და კოტე თოლორდავას შვილს, ბუკა თოლორდავას აუდიტორია უკვე კარგად იცნობს.

ბუკამ მშობლების მსგავსად, სამსახიობო კარიერა აირჩია და უკვე არაერთ წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

ვიდეო: „მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი“ – ბუკა თოლორდავას დამოუკიდებელი სამსახიობო გზა

ცოტა ხნის წინ, ბუკა თოლორდავამ ერთ-ერთ პოდკასტში კოტე თოლორდავას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მამის უდიდესი ოცნების ასრულება შეძლო.

„ერთი რამ, რითაც ძალიან ვამაყობ და მიხარია, არის ის, რომ მისი ოცნების ასრულება შევძელი – ვარ რუსთაველის თეატრში, ვიცი, რომ ეს ძალიან უნდოდა, მისი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება იყო, ეს როგორღაც მოვახერხე და ამით ძალიან ვამაყობ.

ყველას, ვისაც კოტესთან მეტ-ნაკლებად ახლო ურთიერთობა ჰქონია, უჩხუბია კიდეც კოტესთან, უცინია, უტირია, ყველაფერი გამოუვლია, იმიტომ, რომ ასეთი იყო – ძალიან პირდაპირი, ძალიან გულწრფელი, ლაღი და თავისუფალი.

აბსოლუტურად ყველა ადამიანში რაღაცნაირ ნდობას იწვევდა, შეგეძლო, მასთან საკუთარი თავის ნებისმიერი ვერსია ყოფილიყავი“, – აღნიშნავს ბუკა თოლორდავა.

მარიამ ჯოლოგუა ცნობილი შვილის შესახებ: „სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მინდოდა, რომ ბუკა მსახიობი გამხდარიყო…“

ვიდეო: კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი, ბუკა ახალი თაობის წარმატებული მსახიობია: „ძალიან პატარა როცა ვიყავი, რომ უკითხავთ, რა გინდა გამოხვიდეო, მსახიობი არა, დანარჩენი ნებისმიერი რამე-მეთქი…“

@chcdbsestmoments კოტე თოლორდავას შვილი 👇🔥#fyp #ჩცდ ♬ Sunset Lover – Petit Biscuit
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g