LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედას დაურეკეს, შეიძლება კინოში გადაიღონ და მოიყვანეო… წარმოდგენა არ მქონდა, თენგიზ აბულაძე ვინ იყო, ათი წლის ბავშვს რა უნდა მცოდნოდა ბუმბერაზ ადამიანზე…“ – ვინ არის მსახიობი, რომელიც „მონანიებაში“ აბელ არავიძის ვაჟის ბავშვობას ასახიერებს

206
cb3a59e5-f508-41a0-9123-b97c9cb60959

„აჭარის ტელევიზია“ გვაცნობს მსახიობს, დათო ქემხაძეს, რომელიც თენგიზ აბულაძის ლეგენდარულ კინოსურათში „მონანიება“ თამაშობს აბელ არავიძის ვაჟის, აბელის ბავშვობას.

„ქალბატონი ნანა ჯანელიძე შემოვიდა კლასში, შეგვათვალიერა. საღამოს დარეკეს ჩვენთან სახლში და გვითხრეს, რომ სასტუმროში უნდა მივსულიყავით მშობლებთან ერთად. მაშინ სიტყვა კასტინგი არ არსებობდა… შეიძლება, კინოში გადაგიღონო… მე ხომ წარმოდგენა არ მქონდა, თენგიზ აბულაძე ვინ იყო, რა წარმოდგენა უნდა მქონოდა 10 წლის ბავშვს ბუმბერაზ ადამიანზე. შემოვიდა ბატონი თენგიზი. სათვალეები ეკეთა და მახსოვს, როგორ მიყურებდა. იმ წუთას გამიყვანეს, ჩამაცვეს ბრიჯები, მომარგეს მაისური… ხმა არ ამოუღია და წავიდა. გადის ორი კვირა. ხუჭუჭა თმა მქონდა. გადამპარსეს ზაფხულში. ორი დღის შემდეგ ტელეფონზე ზარი შემოვიდა, რომ მიმიყვანეს გადაპარსული თმით, ბატონმა თენგიზმა იკითხა, რატომ გადაპარსეთო, მაგრამ ისე მოვეწონე, რომ სხვა გადაღებები ჩაინიშნა, რომ ჩემს თმას გაზრდა მოესწრო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g