LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიამ Google-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

110
3500

ევროკომისიამ Google-ის მიმართ გამოძიება დაიწყო და მიზეზი ევროკავშირის ციფრული ბაზრების შესახებ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტია, წერს European Interest.

«ევროკომისიამ ოფიციალურად დაიწყო პროცედურა, რომლის მიზანიც არის განსაზღვრა, უზრუნველყოფს თუ არა Google გამომცემლების ვებ-საიტებისთვის სამართლიან, გონივრულ და არადისკრიმინაციულ წვდომის პირობებს Google Search საძიებო სისტემაში, რაც ციფრული ბაზრების შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში ვალდებულებაა», – განაცხადეს ევროკომისიის წარმომადგენლებმა.

დარღვევის შემთხვევაში, ევროკომისიას შეუძლია დააწესოს ჯარიმები კომპანიის საერთო მსოფლიო ბრუნვის 10%-მდე და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში -20%-მდე.
ოქტომბრის დასაწყისში, ევროკავშირმა Google 2.95 მილიარდი ევროთი დააჯარიმა სარეკლამო ტექნოლოგიებში ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამო.

საინტერესოა, რომ თავად Google-მა გამოძიება უკვე გააკრიტიკა. კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი სინამდვილეში ევროკავშირის მომხმარებლის სასიკეთოდაა გადადგმული და საძიებო სისტემებში დაბალი ხარისხის მასალისა და სპამის შემცირებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები