LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ზურმუხტისფერ ხავერდის კაბაში, მბზინავ კლატჩითა და „კარტიეს“ ბრილიანტებით

176
ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი სამეფო ალბერტ ჰოლში Royal Variety Performance-ს დაესწრნენ. წყვილი ბოლოს ამ ღონისძიებაზე 2023 წელს გამოჩნდა

საღამოს გასვლისთვის, 43 წლის უელსის პრინცესამ Talbot Runhof-ის ზურმუხტისფერი ხავერდის კაბა შეარჩია, რომელიც „ჯენი პეკჰამის“ მბზინავ კლატჩთან და ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად შეუხამა. მან თავისი ლუქი დაასრულა „კარტიეს“ ბრილიანტის საყურეებით, რომლებიც ოდესღაც დედოფალ ელისაბედს ეკუთვნოდა. პრინც უილიამს შავი ხავერდის სმოკინგი ეცვა.

ღონისძიება ყოველწლიურად იმართება საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის თანხების შესაგროვებლად, წლევანდელ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ ჯესი ჯეი, კეტრინ ჯენკინსი, „მედიდესი“, სტივენ ფრაი, ტომ დევისი და მიკ მილერი, ასევე „საბრალონებისა“ და „პედინგტონის“ მსახიობები.

ქეით მიდლტონი „ალესანდრა რიჩის“ ულამაზეს კაბაში, პრინცესა დაიანას საფირონის სამკაულით ბრწყინავდა

ქეით მიდლტონის სილამაზით აღფრთოვანებული დონალდ ტრამპის ფოტო ვირუსულად ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g