ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა საზოგადოებას ტრადიციული საშობაო ბარათი წარუდგინეს. როგორც წინა წელს, უელსის პრინცმა და პრინცესამ ამჯერადაც არქივის ფოტო გამოიყენეს. ბარათზე გამოსახულია ფოტო, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ნორფოლკშია გადაღებული. კადრში პრინცი უილიამი და 43 წლის ქეით მიდლტონი თავიანთ სამ შვილთან ერთად, 12 წლის პრინც ჯორჯთან, 10 წლის პრინცესა შარლოტასთან და შვიდი წლის პრინც ლუისთან პოზირებენ.
რა ლამაზი ოჯახია: პრინცი უილიამი და ქეითი სამი შვილით საშობაო კონცერტზე მივიდნენ

„ყველას გილოცავთ შობას!“ – ამ მოკლე და თბილი გზავნილით მოაწერეს ხელი ბარათს უელსის პრინცმა და პრინცესამ. ფოტოს ავტორია ცნობილი ფოტოგრაფი ჯოშ შინერი, ხოლო ფოტოსესია პრინც ლუის მეშვიდე დაბადების დღეს დაემთხვა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სამეფო ოჯახმა ასევე არქივის ფოტო გამოიყენა საშობაო ბარათისთვის. იმ პერიოდში ეს გადაწყვეტილება პრინცესა ქეითის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა, ის კიბოს მკურნალობის პროცესში იყო.
„ჯენი პეკჰამის“ ბრჭყვიალა კაბა და დიადემა ბრილიანტებით – ქეით მიდლტონი საშობაო ბანკეტზე
