LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წელი ერთად – პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის რთული გზა სიყვარულიდან მძიმე დიაგნოზამდე

203
ქეით მიდლტონი

2011 წლის 29 აპრილს ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ოფიციალურად იქორწინეს. ქორწილის ცერემონიას პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. მაშინ ყველა თვლიდა, რომ ეს იყო კონკიას ნამდვილი ზღაპარი. მას შემდეგ ზუსტად 13 წელი გავიდა. დღეს უელსის პრინცსა და პრინცესას სამი შვილი ჰყავთ და ამ ეტაპზე ურთულესი გამოცდის წინაშე დგანან, ქეით მიდლტონი სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის.

ქეითმა და უილიამმა ერთმანეთი სენტ-ენდრიუსის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, 2001 წელს გაიცნეს. უილიამმა ქეითი ერთ-ერთი საქველმოქმედო ღონისძიების დროს, პოდიუმზე გამოსვლისას შენიშნა. რომანი მალე არ დაწყებულა, პირველად ისინი ერთად 2005 წელს, შვეიცარიის ალპებში დააფიქსირეს. სწორედ ამ დროს ქეითი მედიის და პაპარაცების საყვარელი სამიზნე გახდა. მედიაში წერდნენ, რომ უილიამის და ქეითის ურთიერთობის გასაჯაროების გადაწყვეტილებაზე უდიდესი როლი მოახდინა დედოფალმა ელისაბედმა. ასე გადაწყდა ყველაფერი და ბუკინგემის სიახლემ 2011 წელს ოფიციალურად გამოაცხადა ნიშნობის შესახებ.

20 წლის წინ, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ერთად პირველად გამოჩნდნენ – წყვილის ფოტოებმა კურორტიდან, ინტერნეტი ააფეთქა

გამოქვეყნდა მარიო ტესტინოს მიერ გადაღებული ფოტო, რომელმაც მსოფლიოს ამცნო, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, რჩეულზე ქორწინდებოდა. სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებით, ქეითი და უილიამი ჯერ კიდევ ქორწინებამდე შეუდგნენ ერთობლივ საჯარო საქმიანობას.

რაც შეეხება ქორწილს, ის ალბათ ბოლო წლების ყველზე გრანდიოზული ღონისძიება გამოდგა. ცერემონიას მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორ ნამდვილ ზღაპარში, ულამაზესი კაბა, უამრავი ყვავილი, პატარძლის გამცილებელი ბავშვები, სანთლებით მორთული ტაძარი და უამრავი ხალხი, როგორც ტაძრის შიგნით, ასევე, გარეთ. ქორწილის ცერემონიალიდან მალევე, ქეითი და უილიამი კანადაში, ერთობლივ ტურნეში გაემგზავრნენ.

,,აუცილებლად ვიზრუნებ მასზე“ – პრინცი უილიამი პირობას დებს, რომ ქეით მიდლტონის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს

2012 წელს ცნობილი გახდა ქეითის პირველი ორსულობის შესახებ, 2013 წლის 22 ივლისს ქვეყანას პრინცი ჯორჯი მოევლინა. ქეითმა ტახტის მემკვიდრე სამშობიაროსთან შეკრებილ ხალხს თავად წარუდგინა, მისი ცისფერი კაბა, რომლითაც ის ხალთან გამოვიდა, დღემდე საკულტოდ ითვლება. 2015 წელს უილიამსა და ქეითს მეორე შვილი, პრინცესა შარლოტა შეეძინათ, 2018 წელს კი წყვილს მესამე ვაჟი, ლუი.

ქორწინებიდან დღემდე, ქეით მიდლტონი ბრიტანელების გულთამპყრობელია. მისი რეიტინგი სამეფო ოჯახის ყველა წევრის რეიტინგზე მაღალია. მას ხშირად აიგივებენ პრინცესა დაიანასთან, წერენ მისი ჩაცმის სტილსა და უშუალო ხასიათზე. სამეფო ოჯახში მეგან მარკლის შემოსვლისა და მისი მხრიდან გაკეთებული მწვავე განცხადების შემდეგაც კი, ქეითს თავისი რეიტინგი არ დაუკარგავს. ის გამორჩეულად უყვარდა დედოფალ ელისაბედს და ითვლება, რომ ქეითი მეფე კარლის ფავორიტიცაა.

2023 წლის დასასრულს, ცნობილი გახდა, რომ  ქეითმა რთული ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც ის საჯაროდ არ გამოჩენილა. ცოტა ხანში სამეფო ოჯახმა უელსის პრინცესას ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ღიად საუბრობდა იმაზე, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ის ქიმიოთერაპიის კურსს, გადის. ამ ვიდეო მიმართვის შედეგ, მიდლტონი საჯაროდ არ გამოჩენილა. მედიაში წერენ, რომ მკურნალობა კარგად მიდის და ბრიტანელების საყვარელი პრინცესა, მალე საჯარო საქმიანობას დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები