LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის წინ, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ერთად პირველად გამოჩნდნენ – წყვილის ფოტოებმა კურორტიდან, ინტერნეტი ააფეთქა

332
ქეით მიდლტონი

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის რომანი მედიაში ოფიციალურად დადასტურდა. წყვილმა სამეფო ოჯახთან ერთად კლოსტერსის მთიან კურორტზე დაისვენა.

აპრილის დასაწყისში გავლენიანმა გამოცემამ The Sun  პირველად გამოაქვეყნა წყვილის ერთობლივი ფოტოები, როცა წითელ კომბინეზონებში გამოწყობილები, ქეითი და უილიამი, ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ კურორტზე. ამავე კურორტზე იმყოფებოდა პრინცი ჰარი და მეფე ჩარლზიც.

,,უილიამი შეყვარებულია”, ამ სათაურით მოიცვა მედია ახალმა ფოტოებმა, სადაც წყვილი საოცრად ბედნიერი და შეყვარებული ჩანდა. მალევე მიდლტონმა და უილიამმა ნიშნობის შესახებაც გამოაცხადეს, რამაც ყველა იქამდე მოარულ ჭორს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

დღეს ეს ფოტოები სიმბოლურად გაიხსენეს, რადგან უელსის პრინცესას ამჯერად რთული პერიოდი აქვს, ის სიმსივნეს ებრძვის და ქიმიოთერაპიის კურსს გადის. 

რატომ ქრება და ჩნდება ქეითის ბოლო ვიდეოში ნიშნობის ბეჭედი? – მედია ფიქრობს, რომ სამეფო ოჯახი რაღაცას მალავს

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები