LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აუცილებლად ვიზრუნებ მასზე“ – პრინცი უილიამი პირობას დებს, რომ ქეით მიდლტონის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს

314
პრინცი უილიამი

პრინცი უილიამი, რომელიც ქეით მიდლტონის ავადმყოფობის გამო, საჯარო საქმეებს ჩამოსცილდა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა. უელსის პრინცი ამჯერად საქველმოქმედო ორგანიზაცია Surplus to Supper-ს ესტუმრა, სადაც მას მეფე კარლისა და ქეით მიდლტონისთვის გასამხნევებელი წერილები გადასცეს.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ პრინცმა უილიამმა პირველად ისაუბრა მეუღლეზე და პირობა დადო, რომ  ქეით მიდლტონის გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ორგანიზაციის თანამშრომლის თხოვნას, კარგად ეზრუნა პრინცესა ქეითზე, უილიამმა ღიმილით უპასუხა: ,,აუცილებლად ვიზრუნებ მასზე“.

სწორედ ქეით მიდლტონის დიაგნოზის შემდეგ, პრინცმა უილიამმა სამეფო ვალდებელებების შესრულებაზე დროებით უარი თქვა. მას მეფე კარლი და დედოფალი კონსორტი, კამილა ენაცვლებიან.   

ქეით მიდლტონი თავს უკეთ გრძნობს – სიმსივნის დიაგნოზთან მებრძოლი პრინცესა გამოჯანმრთელების გზაზეა

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები