ინტერნეტვარსკვლავი ნიკა კუბლაშვილი, რომელმაც სახელი სოციალურ ქსელებში ვიდეოების გამოქვეყნებით გაითქვა, ახლახან ჩეხეთში გამართული მუსიკალური კონკურსის „სულიკოს“ გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.
„ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დგას ის მუსიკალური კონკურსის სცენაზე და ასრულებს სიმღერას ლაშა ღლონტის რეპერტუარიდან.
მის გამოსვლას გამომწერების მხრიდან აღფრთოვანებული შეფასებები მოჰყვა:
„მგალობელი ბულბული…“
„ყოჩაღ, ნიკა, საამაყო ადამიანი ხარ…“
„ამ ბიჭის ხმა სულს ათბობს…“
