LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამიშვილი: ჩვენი მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ინტერესი იყოს სრულფასოვანი განათლების მიღება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და არა მიდრეკილება კრიმინალისკენ

205
რატი იონათამიშვილი

„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლის გახდებიან, მათი ინტერესი იყოს განათლების მიღება, საზოგადოებაში ჩართულობა და არა კრიმინალური თვისებების განვითარება“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი მიზნად ბავშვების საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდას და მათში განათლებისადმი ინტერესის განვითარებას ისახავს.

„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლის გახდებიან, მათი ინტერესი იყოს განათლების მიღება, საზოგადოებაში ჩართულობა და არა კრიმინალური თვისებების განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ეს მულტიდისციპლინარული მიდგომები იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან და მხარდაჭერის, რეაბილიტაციისა და მზრუნველობის სერვისებით მოხდეს მათი სრულფასოვან მოქალაქეებად განვითარება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალურ კანონს მიიღებს – შეიქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g