მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა 21 ნოემბერს კონცერტი გამართა, სადაც მსმენელისთვის საყვარელი ჰიტები შეასრულა.
საღამო ნამდვილად დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე იყო სტეფანეს თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც მასთან ერთად ამღერდნენ და ერთმანეთს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
კონცერტზე სიმღერა სტეფანეს შვილმა, ფანიკო მღებრიშვილმაც შეასრულა და განსაკუთრებული ოვაციების დაიმსახურა.
კონცერტიდან ვიდეოს მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
