LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩხიკვთა ქორწილი ტეფნაძეებში“ – თეატრალურ წარმოდგენად ქცეული ქორწილი, სიძის ემოციური მიძღვნა პატარძალს და ამღერებული სტუმრები – კადრები, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა

540
ქორწილი

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელები ერთ-ერთი ქართული ქორწილის ულამაზესმა კადრებმა მოიცვა – ვოკალური ანსამბლ „უნივერსიტეტის“ ბარიტონის, საბა ტეფნაძისა და მისი რჩეულის, სალომე გოგოლაურის ქორწინების დღე მათმა მეგობრებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს და ქორწილ-წარმოდგენად აქციეს.

საქორწილო ვლოგს სახელწოდებით „ჩხიკვთა ქორწილი ტეფნაძეებში“ „იუთუბის“ არხი „ტენორი“ აქვეყნებს.

საბა ტეფნაძისა და სალომე გოგოლაურის ჯვრისწერა ნეფის მეგობრების გალობის ფონზე წარიმართა და მათ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დაგვირგვინდა, საქორწილო სუფრამ კი მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ გადაინაცვლა, სადაც ნეფე-დედოფალმა და მათმა მეგობრებმა სტუმრებს ნამდვილი კონცერტი მოუწყვეს.

ქორწილის დღეს, რა თქმა უნდა, არც ნეფე-პატარძლის ცეკვის გარეშე ჩაუვლია, მათ მიერ შესრულებულ „დაისს“ განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ სტუმრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g