LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბიოლოგიურმა დედამ აღსარებაშიც, მამაოსთანაც კი არ მითქვამს შენზეო…“ – თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა

224
თამუნა მუსერიძე

„არა, არ ნანობს…“– ასე უპასუხა ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ წამყვანის კითხვას, ბიოლოგიურმა დედამ მასთან შეხვედრისას სინანული ხომ არ გამოხატა.

ვიდეო: „მამა მყავდა Facebook-ზე მეგობრებში და არ ვიცოდი… არც მან იცოდა, რომ შვილი ვიყავი“ – რა მისწერა პირველად მამამ თამუნა მუსერიძეს

„არა, არ ნანობს, ოთახში რომ შევედი არც ამდგარა სკამიდან, არც მომესალმა, დაჯექიო მითხრა. კითხვები რაც მქონდა ვერაფერი ვერ დავუსვი…მხოლოდ 2-3 კითხვა დავსვი, ისიც ჩურჩულით ვლაპარაკობდი. იცით როგორ იჯდა? ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული, თავდაცვის პოზიციაშიც იყო, თვალებშიც ვერ მიყურებდა და თან აგრესიაც ჰქონდა. ეს აგრესია ჩემს მიმართ კი არ იყო მომართული, ეს იყო საკუთარი დანაშაულის დასაფარად… მეო მამაოსთან აღსარებაშიც არ მითქვამს შენთან დაკავშირებითო… ხალხი იცნობდა, როგორც ერთ-ერთ მორწმუნე ადამიანს, მრევლს, რომელიც 24 საათი იყო ეკლესიაში, ლოცულობდა და მარხულობდა. „ფეისბუკზეც“ ხატების გარდა არანაირი ფორო არ ჰქონია… ის რომ დღეს შენ მორწმუნე ხარ, რა შუაშია იმასთან, რომ 40 წლის წინ ბავშვი გააშვილე“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g