LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველად ვყვები ამ ამბავს, გმირულად გაიარა ეს ავადმყოფობა…ერთი თვე შიშში გავატარეთ“ – ლევან წულაძე მეუღლეზე

283
2025-11-26_00-25-38_552285

რეჟისორ ლევან წულაძესთან „ზმნამ“ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საინტერესო ამბავს შეხვდებით.

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ჭოლას მეუღლის, მანანა კოზაკოვას ავადობას, რომელზეც რეჟისორს ამ დრომდე არსად უსაუბრია.

იყო განსაცდელი, გამოწვევა, თუმცა [თქვენმა მეუღლემ] დაამარცხა და ცუდი უკან არის…

„დიახ, იყო ეს გამოწვევა, დაავადება, რომელიც დაამარცხა. მე ჩუმად ვიყავი. ოპერაცია რომ გაიკეთა, იოგები დაუზიანდა, ეს მისთვის რთული იყო. უცებ პროფესიის დაკარგვის საშიშროება გაჩნდა. ერთი თვე შიშში გავატარეთ. ამაზე არც ერთი არ ვლაპარაკობდით.

მე იტალიაში ვდგამდი სპექტაკლს და მანანა, გულის გადასაყოლებლად ჩამოვიდა. იქ კონკრეტული პროფილის – ოპერის მომღერლების ექიმს შეხვდა, რომელმაც თავისი მოფიქრებული სუნთქვითი ვარჯიში შეასრულებინა და საღამოს უკვე მთელ ხმაზე ყვიროდა. სამ დღეში სრულად აღდა მისი სახმო აპარატი. ეს იყო ბოლონიაში, პავაროტის მშობლიურ ქალაქში.

ძალიან გმირულად გაიარა ეს ავადმყოფობა. გაუმკლავდა… ამაზე არც გვილაპარაკია. მეც პირველად ვყვები ამ ამბავს. ძალიან ძლიერი გოგოა, მიყვარს და პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას. თავი ხელში აჰყავს, როდესაც რამე გადასალახი აქვს, ჩუმად და ღირსეულად, მეომარივით გადალახავს“, – ამბობს ლევან წულაძე „ზმნასთან“.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ.

ლევან წულაძე: „შვილიშვილის დაბადებამ ძირეულად შეგვცვალა… პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გავუკეთოთ, ცოტა კაპიტალიც დავაგროვოთ მისთვის…“

ვიდეო: „ჭოლამ გაცნობიდან 1 კვირაში მთხოვა ხელი, უცებ გადავწყვიტე და ვიფიქრე რომ „ის ის არის”- მანანა კაზაკოვა

ლევან წულაძე: „სიყვარულია, როდესაც მეორეს გადაკეთება არ გინდა..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g