ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომელიც არის ლეგენდარული ესპანელი არტისტის პლასიდო დომინგოს კონკურსის „ოპერალიის“ გამარჯვებული, წელს ქალაქ ბონის საოპერო თეატრში დიდ მაესტროსთან ერთად წარსდგა.
კონცერტზე „Nessun Dorma“ გენიალურმა მომღერალმა, პლასიდო დომინგომ ნაწარმოებები თავისი რეპერტუარიდან შეასრულა და როგორც ყოველთვის, თაყვანისმცემლებისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები დაიმსახურა.
კონცერტს მოჰყვა მსმენელთან შეხვედრა, სადაც მსმენელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა დიდი მაესტროს და ასევე კონცერტის შემსრულებლების მიმართ.
„გუშინდელი საღამო სიზმარს ჰგავდა, ლეგენდარულ პლასიდო დომინგოსთან ერთად შესრულება, სამუდამოდ დარჩება ჩემ გულში“, – წერს ქეთევან ქემოკლიძე და კონცერტის კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
Last night felt like a dream ✨ Performing with the legendary Placido Domingo at Theater Bonn will stay in my ❤️ forever….
Posted by Ketevan Kemoklidze • ქეთევან ქემოკლიძე on ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
