გილოცავთ, 2 საათში, მეორედ ჩაგივარდათ თავის მართლების მცდელობა, რომ არ ხართ „ნაცები“ – ვინც უმრავლესობა წარმოვადგენთ, ჩვენი დამსახურებით სხედხართ აქ, ამიტომ მიგითითებთ და გასწავლით ყოველთვის კულტურას! გახსოვდეთ, ვინ ხართ. ჩვენ ამას შეგახსენებთ მანამ, სანამ არ მიეჩვევით ქცევის სწორ წესებს, კულტურას, კულტურულად საუბარს და სანამ რეალურად არ გაისისხლხორცებთ, სად სხედხართ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი კირცხალიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ, სოფო ხორგუანს მიმართა, რომ ძალიან მალე მოირგო ე.წ. დეპუტატის სკამი.
„თქვენ [სოფო ხორგუანი] დასვით კითხვა: სად ვართ დღეს. ჩვენ სად ვართ დღეს, ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ვართ. ძალიან კარგად ვიცით, სად ხართ თქვენ. კითხვა: სად ხართ? უნდა დაუსვათ თქვენს სტიპენდიატ ლიდერს ქვეყნის გარეთ და გაგცემთ პასუხს, სად ხართ დღეს თქვენ.
სად ხართ თქვენ დღეს? – ამ დარბაზში 1 თვეა რაც შემოხვედით. გაგახსენებთ, თქვენი შემოსვლის დღეს რაც გითხარით, ერთი წამით არ გქონდეთ იმის ილუზია არცერთ თქვენგანს, რომ თქვენ აქ შემოხვედით იმ ლეგიტიმაციით, რომელი ლეგიტიმაციაც საზოგადოებამ მოგანიჭათ 2024 წლის არჩევნებში, ეს ძალიან კარგად ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებში. მადლობა გაქვთ გადასახდელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ პატივი ვეცით თქვენივე მოტყუებულ ამომრჩეველს, რომ მოგეცით უფლება აქ მსხდარიყავით. რაღაც ძალიან მალე მოირგეთ ე.წ. დეპუტატის სკამი. ჩვენი გადასაწყვეტი იყო სწორედ.
გიორგი შარაშიძე: მინდა გამოსვლა კომპლიმენტით დავიწყო, ირაკლი კობახიძეს ძალიან კარგად გამოსდის კონკრეტული სამშენებლო კომპანიის გაყიდვების, გნებავთ მარკეტინგის მენეჯერობა
შარაშიძის განცხადებას, საკუთარ გამოსვლაში უპასუხა კობახიძემ და როგორც აღნიშნა, „კოორდინირებულია მესიჯი, თითქოს საქართველოს მთავრობა ამ პროექტის მარკეტინგითაა დაკავებული“.
ქალბატონო, თამარ [ხვედელიანი], ჩვენ თქვენ კულტურას ვერ კი არა, არ გასწავლით. კულტურა ვინც აღგზარდათ ოჯახში, ინსტიტუტში მათ უნდა გასწავლონ. ჩვენ გასწავლით აქ როგორ არის ქცევის წესები, გასწავლით და შეხსენებით იმის, თუ რა ძალას წარმოადგენთ რეალურად.
და ბოლოს, გილოცავთ, 2 საათში, მეორედ ჩაგივარდათ თავის მართლების მცდელობა რომ არ ხართ „ნაცები“. თითოეული თქვენი სიტყვა, კითხვა, დაზუსტება, გამოსვლა არის სწორედ ის აგენტურული და მოღალატეობრივი ნარატივი, რომელ ნარატივზეც ისხედით, ატყუებდით საზოგადოებას, რაღაც სხვა ძალა ბრძანდებოდით. თითოეული ჩვენგანის, ვინც უმრავლესობა წარმოვადგენთ, ჩვენი დამსახურებით სხედხართ აქ, ამიტომ მიგითითებთ, ამიტომ გასწავლით ყოველთვის კულტურას. გახსოვდეთ, ვინ ხართ. ჩვენ ამას შეგახსენებთ მანამ, სანამ არ მიეჩვევით ქცევის სწორ წესებს, კულტურას, კულტურულად საუბარს და სანამ რეალურად არ გაისისხლხორცებთ, სად სხედხართ“, – აღნიშნა კირცხალიამ.
