LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო და არა იყო რა – მე კონკიას ისტორია მაქვს…“ – მარიამ შარმანაშვილის ქორწინება იტალიურად, რა გაიხსენა სოფი ლორენის რძალმა

428
მარიამ შარმანაშვილი

იტალიელი დირიჟორის კარლო პონტის მეუღლე, მარიამ შარმანაშვილი პოდკასტს „მისმინე • Mismine“ სტუმრობდა.

მარიამმა კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი სიყვარულის ისტორია.

წამყვანის კითხვაზე, „შენი სიყვარულის ისტორიას ფილმად თუ გადაიღებენ, როგორ დაასათაურებდი“, მარიამმა უპასუხა:

„დავასათაურებდი – იყო და არა იყო რა და რატომ გეტყვი: ბევრი ხომ მადარებს ზოგადად კონკიას, ზოგს ჰგონია, რომ ეს დამცირებაა ჩემთვის, ეს ასე არაა, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ კონკია არის სიძლიერის და სიკეთის სიმბოლო, რომელმაც ბევრი რაღაც გადალახა და მიაღწია პირად ბედნიერებას. ვფიქრობ, რომ ბევრი ქალისთვის ჩემი ისტორია დიდი მოტივაციაა. ძალიან ხშირად მწერენ ემიგრანტები განსაკუთრებით, რომ ჩემი სიყვარულის ამბავმა… გავიხსენებ კონკრეტულ ისტორიას. მწერს რომიდან ერთი გოგონა, ორი შვილი მყავსო, მეუღლეს გაშორებული ვარო და ჩემთვის შენი ისტორია არის რწმენა და იმედი, რომ თუნდაც ორი შვილით მე მოვახერხებ, რომ თუნდაც პირად ცხოვრებაში ხელმეორედ ვცადო და რომ ვუყურებ შენ შვილს როგორი ურთიერთობა აქვს კარლოსთან, იმედი მებადება, რომ ამ კუთხით მეც მექნება მომავალიო…“ – ამბობს მარიამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g