LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სონღულაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს ამირ ოხანას შეხვდა

306
დავით სონღულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იერუსალიმში ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს ამირ ოხანას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა ამირ ოხანას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის მიღებისთვის, მიულოცა ქნესეთის თავმჯდომარედ არჩევა და ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის  მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე და ამ პროცესში ქნესეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, დავით სონღულაშვილმა ამირ ოხანა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g