ტურისტულმა სერვისმა TravelBag-მა კვლევის საფუძველზე დაასახელა გამორჩეული ქალაქები, რომლებიც ყველაზე შესაფერისია მარტო მოგზაურებისთვის.
სია ექსპერტებმა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგინეს:
უსაფრთხოება როგორც დღისით, ასევე ღამით
კვებისა და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა
სეზონურად ჰაერის საშუალო ტემპერატურა
ადგილობრივთა ინგლისური ენის ცოდნის დონე
🔹 პირველ ადგილზე გავიდა ჰანოი (ვიეტნამი) – ქალაქი, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი დონითა და დაბალი ფასებით.
🔹 მეორე და მესამე ადგილებზე მოხვდნენ – კოლომბო და კანდი (შრი-ლანკა).
საუკეთესო დანიშნულებების ტოპ-10 საუკეთესო ქალაქი ასე გამოიყურება:
• სიმრეაპი (კამბოჯა)
• გრან-ბე (მავრიკი)
• ჩიანგმაი (ტაილანდი)
• კუალა-ლუმპური (მალაიზია)
• ზანზიბარი (ტანზანია)
• მალე (მალდივები)
• ფუკეტი (ტაილანდი)
ეს ადგილები გამოირჩევა როგორც კომფორტული გარემოთი, ასევე უსაფრთხოებითა და მარტოხელა მოგზაურებისთვის ყველაზე სასურველი პირობებით.