LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველას ვურჩევ, არასდროს გასინჯონ. ფხიზელი ცხოვრება ყოფილა კარგი… ნარკოტიკმა ისეთ დონეზე მიმიყვანა, რომ ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას…“ – ზალიკო ბერგერი ნარკოდამოკიდებულებისგან განიკურნა

635
ზალიკო

ზალიკო ბერგერი გადაცემაში „ლაი-ლაი“ დიმა ობოლაძესა და ნოდარ სიმსივეს უმხელს, როგორ დაანება თავი ნარკოდამოკიდებულებას. ის ერთი თვის განმავლობაში სპეციალურ სარეაბილიტციო დაწესებულებაში იმყოფებოდა, რომელიც ბალიზე მდებარეობს. ზალიკო ცენტრიდან ხშირად უზიარებდა ვიდეოებს დაინტერესებულ პირებს სოციალური ქსელის მეშვეობით. ახლა დიზაინერი აღნიშნავს, რომ სიფხიზლე საუკეთესო რამაა ცხოვრებაში:

„ორი წლის წინ კუჭი გამისკდა. ვიყავი დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებაზე. ვიყავი ბალიზე, რომ გადამეგდო ის, რაც ხალხს სიამოვნება ჰგონია. მეც ასე ვთვლიდი. ისეთ დონეზე მიმიყვანა, რომ ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას. სიფხიზლის ფასი არ ყოფილა არაფერი. ზღვაში რომ ვცურავდი ფხიზელი, ყველაფერს ვგრძნობდი… ღმერთო, რა დღეში ვიყავი, აღარც ემოცია მქონდა, აღარ გრძნობა. დავძლიე, მეზიზღება ჭირის დღესავით. არც გასინჯოთ კოკაინი. მეც ასე მეგონა, რომ ელიტურია და მაგარი პონტია. სამწუხაროდ, ამის მკურნალობა ძალიან რთულია…

თბილისში დედაჩემმა მიმიყვანა სარეაბილიტაციო ცენტრში. ექიმი მეკითხება, დღეში რამდენჯერ იკეთებთ წამალსო. არ დაიჯერა, რომ არაფერს ვიკეთებდი… ჩვენ მხოლოდ მეტადონით ვმკურნალობთო. ვიფიქრე, ამაზე შემსვამენ-მეთქი… ყველას ვურჩევ, არაფერი გასინჯონ. ფხიზელი ცხოვრება ყველაზე დიდი კაიფია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g