LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის თითქმის ყველა სოსისის, ძეხვების, ქათმის „ნაგეთსების“, ხშირ შემთხვევაში ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაშიც კი“ – რა არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვას ავრცელებს

1551
ირაკლი არაბული

რა არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი? – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი არის თითქმის ყველა სოსისის, ძეხვებისა და ქათმის „ნაგეთსების“ შემადგენლობაში და ხშირ შემთხვევაში ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაშიც კი.

„ქათამს აცლიან ნაჭრებს, ბარკლებს, ფრთებს, ფრთის ძირებს, ფილეს და დარჩენილი ნარჩენი, რომელიც შედგება ძირითადად ძვლებისგან, კანისგან და ძირითადად ძალიან მცირე რაოდენობით ხორცისგან, გადის სპეციალურ მანქანაში, სადაც მაღალი წნევის შედეგად გადაიქცევა ერთგვაროვან მასად, რომელიც არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცის სახელით ცნობილი. არის თითქმის ყველა სოსისის შემადგენლობაში, ძეხვებისა და ქათმის „ნაგეთსების“ შემადგენლობაში და ხშირ შემთხვევაში ნახევარფაბრიკატების შემადგენლობაშიც კი.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, ევროკავშირის ქვეყნებში, საკმაოდ შეზღუდულია ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცის გამოყენება. მაგალითისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვილი და ადრეულ ბავშვთა კვებაში, არ არის რეკომენდებული ისეთი სურსათის მირთმევა, რომლის შემადგენლობაშიც არის ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი. მთავარია საქართველოს კანონმდებლობით, ისევე როგორც ევროკავშირის კანონმდებლობით, შეფუთვაზე ეწეროს შემადგენლობაში, რომ ეს არის დამზადებული ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცისგან. ამ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს ის მცირე ზომის ძვლის ნაწილაკები და ხორცის სტრუქტურა, რომელიც ბაზა არის მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, ამიტომ წარმოების დროს აუცილებელია ნატრიუმის ნიტრატის გამოყენება, რომ არ მოხდეს მასში სხვადასხვა ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გამრავლება“, – ამბობს ვიდეომიმართვაში არაბული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g