LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჩემი დაწერილი სიმღერა, რომელიც ჩემი ძმის ხსოვნას მივუძღვენი… ყოველი ჩემი სიმღერა მას ეძღვნება“ – ია გოდერძიშვილის სიმღერის პრემიერა

176
რადიო (1)

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ია გოდერძიშვილის სიმღერის „დრო მიდის და ქრება“ პრემიერა შედგა.

ია, მოგვიყევი სიმღერაზე „დრო მიდის და ქრება“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, როგორი ისტორია აქვს მას?

ბევრჯერ მითქვამს, რომ მყავდა უმცროსი ძმა, რომელიც საუკეთესოდ მღეროდა და ძალიან ბევრ სიმღერას ვუძღვნიდი მას, ანუ ვუწერდი და ის ასრულებდა. ყოველი ჩემი სიმღერა მას ეძღვნება.

როდესაც ეს სიმღერა გავაჟღერე, რამდენიმე ადამიანმა მომწერა, ეს უფრო ბიჭის სამღერიაო და ნამდვილად ბიჭის სამღერი სიმღერაა, ჩემს ძმას ეკუთვნოდა. ამ სიმღერის შესრულების მერე, ჩემი გია გოდერძიშვილი, რომელიც სამაჩაბლოს და აფხაზეთის გმირია, ძალიან მალე სამშობლოს შეეწირა, გარდაიცვალა.

აღარ ვაპირებდი ამ სიმღერის გამეორებას, მაგრამ ვინაიდან, მას ჰქონდა კასეტაში ჩაწერილი თავისი სიმღერები, ეს კასეტები გადაამრავლა ხალხმა და თითქმის მთელი საქართველო უსმენდა.

ეს არის ჩემი დაწერილი სიმღერა, რომელიც ცოტა განვაახლე, გავარემიქსე და ისევ, რა თქმა უნდა, ჩემი ძმის ხსოვნას მივუძღვენი.

კონცერტზე როცა ვიმღერე ეს სიმღერა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მსმენელმა უკვე შეიყვარა.

ია გოდერძიშვილი – დრო მიდის და ქრება

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები