LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, – ათ წელზე მეტი, მაგრამ ეს ჩვენი ურთიერთობისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა…“ – როგორ გადაიხადეს პატარა ქორწილი მანჰეტენზე სოფია კანდელაკმა და ზურა კობიაშვილმა

301
4a0d16ba-9710-4e04-b16f-a2d7afcc0fe3

სოფია კანდელაკი ჟურნალ „თბილისელებთან“ (8 დეკემბრის ნომერი) რჩეულის, ზურა კობიაშვილის შესახებ საუბრობს და ჰყვება, როგორ გადაიხადა წყვილმა მანჰეტენზე ქართული ქორწილი.

სოფია კანდელაკი:

განათხოვარი, უფულოდ, უქმროდ და უყველაფროდ დარჩენილი ქალი, საქართველოში არსებულ სიტუაციას გავექეცი და 1999 წელს ამერიკაში ჩავედი. მთელი 25 წელი ვიცხოვრე და ეს ქვეყანა უკვე ჩემი სახლია. ოცი წლის შემდეგ ამერიკიდან საქართველოში ჩამოვედი და როგორც ტურისტი, ისე ვგრძნობდი თავს. არ დავმალავ, დღემდე ასე ვარ, რადგან ამერიკაში გავიზარდე, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ ქვეყანაში გავატარე…

2019 წელს, ამერიკიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, საერთოდ არ ვგეგმავდი არანაირ ურთიერთობას, მით უმეტეს, ქართველთან… კბილების გაკეთება მინდოდა და იმ კლინიკაში მოვხვდი, სადაც ზურა იკეთებდა კბილებს. იქ შევხვდით ერთმანეთს და გავუღიმეთ… მერე ისევ სტომატოლოგიურ კლინიკაში შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ – ოპერაში და იქ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. დავიწყეთ მესიჯობა და დავახლოვდით… ერთი წელი იტალიაში ვიცხოვრეთ, მერე მე ამერიკაში ჩავედი და ზურას მოწვევა გავუკეთე, ანუ საქმროს ვიზა…

თქვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ეს არ იყო ბარიერი, როცა ერთმანეთი გაიცანით?

მართალია, ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, – ათ წელზე მეტი, მაგრამ ეს ჩვენი ურთიერთობისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. გვიხარია ერთად ყოფნა და ბედნიერები ვართ…

საქართველოში ხელის მოწერის გარეშეც გადასარევად ვიყავით, მაგრამ ამერიკაში საბუთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ხელის მოწერა სპონტანურად დავგეგმეთ, წავედით რესტორანში მეჯვარეებთან და პატარა ქორწილი აღვნიშნეთ. სხვათა შორის, ჩემი ხელით შეკერილ-მოქარგული თეთრი კაბა მეცვა. ბევრ ნათესავს დასწყდა გული, რომ ქორწილს ვერ დაესწრო და საქართველოში რომ ჩამოვალთ, შეიძლება, მეორე ქორწილი მანდ გადავიხადოთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g