გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის მუსიკალური წყვილი მცირე ხნის წინ ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტს გელამ და ანუკიმ უმასპინძლეს და სახლი დაათვალიერებინეს, ასევე საკუთარ ურთიერთობაზე ისაუბრეს:
„განსაკუთრებულად გვიხარია სტუმრები ოჯახში“, აღნიშნავს გელა.
ანუკი კი ჰყვება 16 წლის იუბილეს შესახებ მათი ქორწინებიდან: „არ მინდა ვიყო ბანალური, მაგრამ კიდევ მეტი სიყვარულია ერთმანეთისადმი და უფრო დიდია ერთად ყოფნის სურვილი. უფრო საინტერესოა, რაც დრო გადის, მეტი რამ ჩნდება ორი ადამიანის ცხოვრებაში…“
