17 იანვარს კონცეპტArt წარმოგიდგენთ ახალი თაობის არტისტის თემურიკო დიასამიძის საავტორო მუსიკის საღამოს.
სიტყვის, ვიზუალური ინსტალაციებისა და მუსიკის სხვადასხვა ჟანრით შექმნილი პროექტი რამდენიმე თაობის მუსიკოსებს აერთიანებს.
ბილეთები შეიძინეთ ლინკზე Biletebi.ge.

მონაწილეობენ:
ლუკა თოფურია / ფორტეპიანო
ლიზი რამიშვილი / ჩელო
სოსო ცაგარეიშვილი / დრამი
დავით გოგისვანიძე / ბას გიტარა
ლაშა დეისაძე / გიტარა
სპეციალური სტუმრები:
ნიაზ დიასამიძე
ბექა გოჩიაშვილი
ნოდარიკო ხუციშვილი
კრეატიული პროდიუსერი
თეო ჯორბენაძე
სცენის დიზაინი
ვანო ჭელიძე
პროექტის კრეატიული პროდიუსერი თეო ჯორბენაძე პოსტს აქვეყნებს:
“პოსტის დადება ვერ მოვასწარი ისე გაქრა ნახევარზე მეტი ბილეთი
პირველად 5 წლის წინ მოიწვია კონცეპტArt-მა ეს ძალიან კარგი ბიჭი თემურიკო დიასამიძე და ამ დროში იმდენი და ისეთი საინტერესო საავტორო მუსიკა და ტექსტი დაგროვდა, რომ 17 იანვარს გადავწყვიტეთ ვნახოთ და მოვისმინოთ ერთად შეკრებილი.
თემურიკოსთან სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად იქნებიან ნიაზი და ბექა და მგონია, რომ ღირსეულ მასპინძლობას ექნება ადგილი.
ამ რთულ დროში ეს თაობა და ეს ადამიანები არიან ჩემთვის მოტივაცია და იმედი, “თავისუფალი” – ასე დაარქვა თემურიკომ თავის ერთ-ერთ ტრეკს.
საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“, AT.GE, მედია ჰოდინგი „პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118-08.
პოსტის დადება ვერ მოვასწარი ისე გაქრა ნახევარზე მეტი ბილეთი :)…
Posted by Teona Jorbenadze on Wednesday, December 10, 2025
