LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენის ბაღი საახალწლო აგრობაზარს უმასპინძლებს

133
აგრობაზარი

20-21 დეკემბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, დედაენის ბაღში, საახალწლო აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ გაიმართება.

ღონისძიებაზე, საბავშვო სივრცესთან და საინტერესო აქტივობებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება:

  • ყველის სხვადასხვა სახეობა
  • გლინტვაინი და გამორჩეული ქართული ღვინოები კახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და აჭარიდან
  • თაფლი და თხილეულით დამზადებული ტკბილეული
  • ლორი და სხვა ხორცპროდუქტები
  • აფხაზური აჯიკა
  • ქართული ჩაი

აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ხორციელდება FAO-სა და Stall-ის თანაორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g