LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: „4 ოქტომბერს იყო დამხობის მცდელობა, ეს ჩავარდა, დანაშაული დარჩა, ამიტომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და სუს-ი ამით არის დაკავებული“

131
ირაკლი კობახიძე

„თუ დანაშაული ჩადენილია, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრების განცხადებებს და თქვა, რომ ბრალდებულის დაცვა ოჯახის წევრების და ადვოკატების საქმეა.

„რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება. მთავარი არის ერთი, თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური…

დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ფავლენიშვილი: „ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე“

სუს-ი – მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g