LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის და არაფრის გამო არ დავანებებ თავს სიმღერას“ – ქეთი ორჯონიკიძე

4

„ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი და ტელეწამყვანი ქეთი ორჯონიკიძე იყო, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ქეთი, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყე კარიერა. დღეს კი ასევე ტელეწამყვანის იმიჯიც მოირგე…

– ტელე სივრცე საკმაოდ ახლოს დგას იმასთან, რასაც ვაკეთებ მე ძირითადად, ასე რომ, არც ისე შორს წავედი ჩემი საქმისგან.

პირველად როდის დადექი სცენაზე?

ბევრი ძიების მომენტი იყო. ზოგადად, საოპერო მაქვს დამთავრებული, სოპრანო გახლავართ. ამის მერე დავამთავრე საგუნდო-სადირიჟორო. ყველაფრისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც იმ სიმღერისგან, რომელშიც ჩემი ვოკალური მონაცემები არ ჩანდა. ნებისმიერი სახის განათლება არის პლიუსი შენს საქმიანობაში!

ქეთი და ბავშვობა…

– არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. დღეში 7 საათს ფორტეპიანოზე ვუკრავდი (იცინის). შემდეგ ეზოში ჩავდიოდი და სულ გადატყავებული მუხლები მქონდა შესაბამისად. პარალელურად დავდიოდი ცურვაზე და სხვადასხვა აქტივობებზე. ასე ჩაიარა ჩემმა ბავშვობამ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ გავზრდილვარ.

„ვარსკვლავების აკადემია“ გავიხსენოთ, სადაც ვერ გაიმარჯვე, მაგრამ ფინალში გახვედი და საკმაოდ კარგი პრიზებიც მოიგე…

– დიახ, სწავლა ლონდონში, მანქანა და რაც მთავარია, ხალხის სიყვარული.

მანქანას რა ბედი ეწია?

– გავყიდე (იცინის). იმ მომენტში ასე იყო საჭირო.

კონკურსებში მონაწილეობას თუ აპირებ კიდევ?

– ახლა აღარ. არსებობს პერიოდი, როდესაც ეს ღირს ან არ ღირს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ისევ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ამჟამად აღარ.

როგორ ფიქრობ, ღირსეულად აიღე მაშინ მეორე ადგილი?

– კი, რა თქმა უნდა.

მომღერლების ნაწილი, ვინც ასე პროექტებით გაიცნო საზოგადოებამ, დღეს აღარავის ახსოვს. შენს შემთხვევაში როგორ მოხდა, რომ ასე არ არის?

– არ ვიცი, მე რატომ ვარ ასე, მაგრამ უნდა ეცადო და მაქსიმალურად უნდა დაამკვიდრო შენი სახე იქ, სადაც ხვდები. თუკი ასე ვერ იზამ, რთული იქნება კვალის დატოვება. რამდენი ადამიანი ჩაგივლის, ყველას სახე ვერ გამახსოვრდება, მაგრამ განსაკუთრებული აუცილებლად დაგამახსოვრდება. ქარიზმა და ენერგეტიკაა, რაც ერთ ადამიანს მეორესგან ანსხვავებს.

დეპრესიული პერიოდები თუ გაქვს?
– კი, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ჩემი მეგობრების დახმარებით მძიმე დრო გადამიტანია.

ტელეეთერში როგორ მოხვდი?

– შემომთავაზეს და დავთანხმდი, ძალიან მარტივად.

სიმღერისთვის თავის დანებებას ხომ არ გეგმავ?

– არა, არავის და არაფრის გამო არ დავანებებ თავს სიმღერას.

როგორია შეყვარებული ქეთი?

– ჩვეულებრივი, მაგრამ უფრო სავსე.

ქეთი და სამზარეულო…

– სხვათაშორის ამ ბოლო დროს დავინტერესდი ამ სფეროთი და ვსწავლობ და კარგადაც გამომდის. 2 წლის წინ ეს კითხვა რომ დაგესვა, გიპასუხებდი, რომ მხოლოდ კვერცხის შეწვა ვიცი.

როგორი სამომავლო გეგმები გაქვს?

– ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ არცერთს არ ვიტყვი. სიურპრიზად დავტოვებ.

წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები